Belive

კისერზე ქამარი შემოახვიეს - ოტამენდის ოჯახი გაქურდეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ნაკრებისა და "ბენფიკას" ფეხბურთელი, ნიკოლას ოტამენდი საშინელი ძარცვის მსხვერპლი გახდა. 33 წლის მცველი კვირას, "ფამალიკაოსთან" მატჩის შემდეგ სახლში დაბრუნდა, რა დროსაც 4 მძარცველმა მას კარის გაღება აიძულეს. როგორც ირკვევა, დამნაშავეები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და ოტამენდის კისერზე ქამარიც შემოახვიეს. ცნობილია, რომ ნიკოლასის სახლიდან ფული და საათი წაიღეს. ძარცვის დროს სახლში არგენტინელის ცოლი და შვილიც იმყოფებოდა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა "ბენფიკამაც".

სხვა სტატიები