Belive

კირიან როდრიგესმა კიბო მეორედ დაამარცხა და გუნდში დაბრუნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლას პალმასის ესპანელმა ფეხბურთელმა კირიან როდრიგესმა კიბო მეორედ დაამარცხა და გუნდში დაბრუნდა. 29 წლის ფეხბურთელმა ბოლოს 3 თებერვალს ითამაშა, 6 თებერვალს კი ფეხბურთიდან წასვლა საჯაროდ გამოაცხადა. მას შემდეგ ლას პალმასის კაპიტანი ფეხბურთს ჩამოშორდა და დაავადებას ებრძოდა.

დღეს დილით კირიანმა ახალი სეზონის დაწყებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა, ჩვეული ერთგულებითა და ენერგიით, დაბრუნების მოგზაურობა იწყება. - ლას პალმასის განცხადება

კლუბის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კირიან როდრიგესი კლუბში აგვისტოში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ სამედიცინო შემოწმების გამოტოვება არ სურდა და ის გუნდში დროზე ადრე გამოჩნდა.

ესპანელ ფეხბურთელს დაავადება პირველად 2022 წლის ზაფხულში დაუდგინდა და 6 თვეში გამოჯანმრთელდა.