Belive

კირან ტირნი: "არტეტა გენიოსია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" 23 წლის შოტლანდიელმა მარცხენა მცველმა კირან ტირნიმ "მეთოფეების" ესპანელი მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიკელ არტეტა საფეხბურთო გენიოსია და მასთან მუშაობის შემდეგ ფეხბურთს საერთოდ სხვაგვარად აღიქვამს. Sky Sports-თან საუბარში ტირნიმ აღნიშნა:
"ჩვენ ვიცით, თუ რისი გაკეთება სურს მას. ყოველ კვირა უკეთესები ვხდებით და იმედი გვაქვს, რომ ეს გუნდის შედეგებზეც აისახება. ეს სწრაფად ვერ მოხდებოდა, რადგან შედეგის მიღწევას დრო სჭირდება და ხანმოკლე პროცესი არაა". "არტეტა გენიოსია, ნამდვილი საფეხბურთო გენიოსი. თქვენ ხედავთ, რომ  ყველა ჩვენგანს მოსწონს მასთან მუშაობა, განსაკუთრებით კი მე". "ყოველდღე მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ, ის ფეხბურთს განსხვავებულად, სხვა კუთხით მანახებს. მასთან მუშაობის შემდეგ ფეხბურთს სხვაგვარად აღვიქვამ, ვაკვირდები სხვა გუნდებს და მათ ტატქტიკებს  და ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა, რადგან მან ფეხბურთი ახლებურად დამანახა".
კირან ტირნი არტეტას ხელმძღვანელობით მშვენივრად გამოიყურება და "მეთოფეებისთვის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ტირნი არსენალს 2019 წელს "სელტიკიდან" 25 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდა. მას შემდეგ ახალგაზრდა მცველმა 56 შეხვედრაში მიიღო  მონაწილეობა და 3 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
 

სხვა სტატიები