Belive

"კიმიხმა მითხრა, რომ ის ჩემი ფანია" - ხავი

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ესპანურ სპორტულ გამოცემა Jijantes-თან ინტერვიუში თითქოს გულშემატკივარს მიანიშნა, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელის იოზუა კიმიხის მიმართ ინტერესი აქვს.

ცნობილია, რომ ესპანელ თავკაცს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ახალი ნახევარმცველის დამატება სურს. Jijantes-ის მიერ კიმიხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ხავიმ ასე უპასუხა:

"მე მას კატარში ვესაუბრე, ღონისძიებაზე შევხვდით და მითხრა, რომ ის ჩემი ფანია. "ბარსაში" გადმოსვლა? ჯერჯერობით მას "ბაიერნთან" აკავშირებს კონტრაქტი, ასე რომ, ეს მასზეა დამოკიდებული. შეხედეთ ლევის, მას სურდა გადმოსვლა და ეს გააკეთა კიდეც." - განაცხადა ხავიმ Jijantes-თან საუბრისას.

ხავის მის აღფრთოვანებას კიმიხის მიმართ არასდროს მალავდა. ბუსკეტსის წასვლის შემდეგ, მან კარგად იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალი ნახევარმცველის დამატება.

გასულ კვირას Mundo Deportivo-სთან საუბრისას ხავიმ თქვა: ”ზუბიმენდი და კიმიხი თავიანთ პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშეები არიან. კიმიხს "ბაიერნთან" ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს, ამიტომ ერთადერთი შანსი მათთან მოლაპარაკებაა."

გერმანელს ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 47 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან 7-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ამასთან ერთად 11 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სხვა სტატიები