Belive

კიმი აზიის 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ყოფილი ფეხბურთელი, კიმ მინ-ჯე, რომელიც ზაფხულში მიუნხენის ,,ბაიერნში'' გადავიდა, აზიის 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (მათ შორის ვინც სხვა კონტინეტზე თამაშობს).

კიმმა გასულ სეზონში ნეაპოლურ კლუბთან ერთად სერია A მოიგო, თავად ფეხბურთელი კი ტურნირის საუკეთესო მცველად დასახელდა.

საუკეთესო აზიელის წოდებისთვის კორეელი ფეხბურთელის გარდა, მეჰდი ტარემი (პორტუ, ირანი) და კაორუ მიტომა (ბრაიტონი, იაპონია) იბრძოდნენ.

ჯილდოს მოქმედი მფლობელი ,,ტოტენჰემის'' შემტევი, სონ ჰინ-მინი იყო.

სხვა სტატიები