Belive

კიმ მინ-ჯესა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის შეთანხმება შედგა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე "ნაპოლის" ცენტრალური მცველი, კიმ მინ-ჯეა.

როგორც ირკვევა, კიმ მინ-ჯეს წარმომადგენლებსა და ინგლისურ გრანდს შორის პირველი სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა და ფაბრიციო რომანოს ცნობით, სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი "წითლებს" შემდეგ თვეში შეუერთდება.

ერიკ ტენ ჰაგის მიერ გაწვრთნილი გუნდი კიმ მინ-ჯეს სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, ამავე დროს, კლუბს სარეზევრო ვარიანტად "მონაკოს" ფეხბურთელი აქსელ დისი ჰყავს.

კიმ მინ-ჯეს "ნაპოლის" შემადგენლობაში 2022/23 წლების სეზონში ჩატარებულ 45 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული. ის სადებიუტო სეზონში "ნაპოლის" 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, იტალიის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები