Belive

კიმ მინ-ჯემ სონი ინსტაგრამიდან დაბლოკა - დაპირისპირება სამხრეთ კორეის ნაკრებში

11 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა - კიმ მინ-ჯემ, სოციალურ ქსელ "Instagram"-ზე, ლონდონის "ტოტენჰემისა" და სამხრეთ კორეის ნაკრების კაპიტანი - ჰეუნ-მინ სონი დაბლოკა.

დაპირისპირების მიზეზი კიმ მინ-ჯეს მატჩისშემდგომი კომენტარი გახდა, რომელიც ნეაპოლელთა მცველმა ურუგვაისთან, ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ფსიქიკურად გადაღლილი ვარ. ჩემი მთავარი ყურადღება ჩემს კლუბზე ("ნაპოლიზე") მაქვს გამახვილებული და არა ეროვნულ ნაკრებზე. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი..." - განაცხადა 26 წლის მცველმა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

ამ ფაქტს კი ნაკრების კაპიტანი სოციალურ ქსელში, შემდეგი პოსტით გამოეხმაურა.

View this post on Instagram

A post shared by Son HeungMin(손흥민)🇰🇷 (@hm_son7)

"ჩემი ქვეყნის ფორმით თამაში საერთოდ სხვა სიამოვნებაა. დიდი ხანი არ მქონდა სამხრეთ კორეაში ნათამაშები და ამან უფრო დიდი სიამოვნება მომანიჭა. წარმოუდგენელია, რა მიზეზი უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს იმისათვის, რომ ეროვნულ ნაკრებზე რაიმე არასასიამოვნო ისაუბრო. არავინ არავის არაფერს არ აძელებს, ვისაც ნაკრებში თამაში არ უნდა, უკეთესი ფეხბურთელი ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოიძებნება..."

სონის ამ კომენტარის შემდეგ კი, კიმ მინ-ჯემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ეს ყველაფერი მან ხუმრობით თქვა, თუმცა მცველს ფსიქოლიგიური პრობლემები აქვს.

View this post on Instagram

A post shared by @kiminjae3

"პირველ რიგში ჩემი გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიშს ვუხდი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს. ისინი გაოცდნენ, როდესაც ჩემი კომენტარი ნახეს, თუმცა არ მეგონა, თუ ჩემს ლაპარაკს ამდენი სირთულე მოჰყვებოდა. მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი სერიოზულად არ მისაუბრია და იუმორით შემოვიფარგლე.

დიდი ხანია ნაკრებში ვთამაშობ და ჩემი ქვეყნის ფორმის მორგება, ყოველთვის განსაკუთრებულ გრძნობასთან ასოცირდება. არ შეიძლება ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში დაგიძახონ და შემდეგ შენ იქ მთელი მონდომებით არ ითამაშო.

მე ვალდებული ვარ, რომ ჩემი ქვეყნისთვის მოედანზე ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯო და ასეც ხდება. ბევრი ცუდი და უარყოფითი კომენტარები მივიღე, ბევრი გამამხნევებელი მესიჯებიც მოვიდა, თუმცა მგონია, რომ მე ამ სირთლეს აუცილებლად გადავლახავ. კიდევ ერთხელ, ბოდიშს ვუხდი სამხრეთ კორეელ გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს..."

სხვა სტატიები