Belive

კილმარნოკი - მეორე ლესტერი?

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შოტლანდიის "პრემიერშიპის" მიმდინარე სეზონი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს.  გლაზგოს "რეინჯერსი" და "სელტიკი" ყოველი სეზონის წინ, რა თქმა უნდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული ფავორიტები არიან და სეზონის ბოლოს ან ერთი, ან მეორე ამ ფავორიტობას ჩემპიონობით კიდევ უფრო ანმტკიცებს. მიმდინარე სეზონიც გამონაკლისი არ ყოფილა, თუმცა მოვლენები უჩვეულოდ ვითარდება. "პრემიერშიპს" "კილმარნოკი" ლიდერობს. შორლანდიის "პრემიერშიპის" 16 ტური უკვე მიილია. "კილმარნოკს" 31 ქულა აქვს და თავის ფავორიტ კონკურენტებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. ხვალ, 8 დეკემბერს ტურის ცენტრალური მატჩი გლაზგოში გაიმართება, სადაც "სელტიკი" სწორედ "კილმარნოკს" შეხვდება. აღსანიშნავია ისიც, რომ გლაზგოური დერბი "სელტიკისა" და "რეინჯერსის" მონაწილეობით ჯერ კიდევ ორჯერ გვაქვს წინ და "კილმარნოკს" შეუძლია ამით იხეიროს. მანამდე ხვალ გუნდს ურთულესი შეხვედრა ელის. "კილმარნოკს" შოტლანდიის "პრემიერშიპი" მოგებული არ აქვს. თვალსაჩინოა გუნდის პროგრესიც. 2017-18 წლების სეზონში გუნდმა მეხუთე ადგილი დაიკავა. მანამდე, 2016-17 წლებში კი მე-7 ადგილზე გავიდა. 2015-16 წლების სეზონში "კილმარნოკი" გასავარდნ ზონაში იყო და მე-11 პოზიცია ეკავა. 2014-15 წლებში კი მე-9 ადგილს დასჯერდა. ვნახოთ შეძლებს თუ არა "კილმარნოკი" "ლესტერის" შედეგის გამეორებას და გახდება თუ არა "რეინჯერსისა" და "სელტიკის" ეპოქაში შოტლანდიის ჩემპიონი. მანამდე კიდევ 17 ტურია, თუმცა 16 ტურის შემდეგ მისი პირველ ადგილზე ყოფნა შემთხვევითი არ არის.

სხვა სტატიები