Belive

კილიან მბაპე მეორე მატჩსაც გამოტოვებს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რეალ მადრიდის შემტევს კილიან მბაპეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მე-2 მატჩსაც გამოტოვებს. ესპანური გამოცემა COPE-ის ჟურნალისტის მიგელ ანხელ დიასის ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელს ვირუსი აქვს და პაჩუკას წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.

წყაროს ცნობით მბაპე მაიამის საავადმყოფოში მკურნალობდა ამჯერად კი სასტუმროშია და შარლოტში გასამართ თამაშზე გუნდთან ერთად არ გაემგზავრა.

რეალ მადრიდმა პირველი შეხვედრა ალ ჰილალთან გამართა და ფრედ 1:1 ითამაშა, მეორე შეხვედრას სამეფო კლუბი ხვალ, 23:00 საათზე პაჩუკას წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები