Belive

კიელინი: ,,მსოფლიო ჩემპიონატი უცნაური იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის ,,იუვენტუსის'' ყოფილმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა:

,,სიმართლე გითხრათ, უცნაური მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ბევრი მატჩი არ მინახავს. მიმოხილვები ვნახე, მაგრამ პირდაპირ ეთერში შეხვედრებს თითქმის არ ვუყურებდი, გამონაკლისი მხოლოდ ფინალი და აშშ-სა და უელსის მატჩია.

იქ ყოფნის გარეშე, თამაშების ყურება რთული იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა დიდი მიზანია. ეს დიდი გამოცდილება იქნებოდა, მაგრამ, ვცდილობ, ცუდსაც დადებითად შევხედო. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ, გადავწყვიტე ლოს-ანჯელესში ახალი გამოწვევების მისაღებად ჩამოვსულიყავი, რაც ჩემთვის დაუვიწყარი გამოცდილებაა,'' - კიელინის სიტყვებს The Athletic-ი ციტირებს.

იტალიის ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. ,,სკუადრა აძურამ'' მუნდიალზე გასვლა ზედიზედ მეორედ ვერ შეძლო.

სხვა სტატიები