Belive

კიელინი: "კინი ბალოტელის არ ჰგავს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ყოფილ თანაგუნდელ - მოისე კინზე საუბრის დროს, ჯორჯო კიელინიმ აღნიშნა, რომ იგი მარიო ბალოტელის საერთოდ არ ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ სკანდალების გამო კინი არაერთხელ დაისაჯა, კიელინი მიიჩნევს, რომ მასსა და ბალოტელის შორის საერთო არაფერია. "ევერტონში" გადასვლის შემდეგ, კინის კარიერა არც ისე წარმატებულად განვითარდა. არაერთი ტაბლოიდის მტკიცებით, ახალგაზრდა შემტევი კვლავ იტალიაში დასაბრუნებლად ემზადება, მისით კი "რომა" და "მილანი" ინტერესდებიან. საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში კიელინიმ ფელიპე მელო და მარიო ბალოტელი გააკრიტიკა, თუმცა მოისე კინზე შედარებით დადებით კონტექსტში ისაუბრა. "ძალიან ბევრი კინმა და ბალოტელის ერთმანეთს ადარებს. შესაძლოა მოისე კინი სკანდალებში გაეხვა, არაერთხელ დაისაჯა და მასთან საერთო ენის გამონახვა საკმაოდ რთულია მაგრამ მასსა და ბალოტელის შორის არანაირი მსგავსებაა. "იუვენტუსის" აკადემიაში ასპარეზობის დროს, კინი არაერთხელ დაისაჯა მაგრამ ძირითად გუნდში დაწინაურების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. ის ყოველთვის კარგად იქცეოდა და პატივისცემას გამოხატავდა. იყო შემთხვევები, როდესაც კინმა მაღვიძარის ხმა ვერ გაიგო და ვარჯიშზე დააგვიანა მაგრამ ეს პრობლემა მოგვარებადია", - აღნიშნა ჯორჯო კიელინიმ. შეგახსენებთ, მოისე კინი და ნიკოლო ძანიოლო ვარჯიშზე დაგვიანების გამო, იტალიის 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობიდან მოკვეთეს.

სხვა სტატიები