Belive

კიელინი: "დროა, იტალიამ საუკეთესო ფეხბურთი აჩვენოს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ნაკრების კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ, პოლონეთთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა: "მთავარია, რომ მარცხი არ განვიცადოთ, რათა ერთა ლიგის ტურნირიდან არ გამოვვარდეთ - ეს ჩვენ ევრო 2020-ის საგზურის მოპოვებას ძალიან გაგვირთულებს და პარალელურად, ძალიან ცუდად აისახება ჩვენს რეიტინგზე. უკრაინასთან მატჩში ჩვენ 60 წუთის განმავლობაში კარგად ვითამაშეთ, თუმცა ცხადია, ეს საკმარიის არ აღმოჩნდა. ჩვენს გუნდს პოლონეთის დამარცხება შეუძლია - იტალია მიჩვეულია წნეხში თამაშს და ასეთ პირობებში გუნდი უფრო მეტად ძლიერია. უკან დასახევი გზა არ არსებობს, დროა, იტალიამ საუკეთესო ფეხბურთი ითამაშოს", - განაცხადა კიელინიმ Rai Sport-თან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ იტალიას ერთა ლიგის ეგიდით ჩატარებულ 2 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აქვს მოპოვებული. იტალიელებმა პორტუგალიასთან მატჩი ანგარიშით 1:0 დათმეს, ხოლო პოლონეთი კი საკუთარ მოედანზე ვერ დაამარცხეს (1:1).  

სხვა სტატიები