კიდევ ერთი ტრავმა | არსენალს გახსნითი მატჩის წინ პრობლემა შეექმნა
არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, დაადასტურა, რომ პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში, ქოვენთრის წინააღმდეგ, ბრუნო გიმარაეშმა შეიძლება ვერ ითამაშოს.
ბრაზილიელ ნახევარმცველს, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, სუპერ თასის შეხვედრაში შეცვლის შემდეგ, ბარძაყზე ყინული ედო. არტეტას თქმით, გიმარაეშის სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ მზად არის თუ არა სათამაშოდ, ეს ჯერ უცნობია. გიმარაეშმა, არსენალის მაისურით, უკვე ორჯერ, სუპერ თასზე, მანჩესტერ სიტის და ამხანაგურ მატჩში, კომოს წინააღმდეგ, 45-45 წუთი ითამაშა.
არტეტამ აღნიშნა, რომ პრობლემა სერიოზული არ არის, მაგრამ დანამდვილებით ვერ თქვა, ითამაშებს თუ არა ფეხბურთელი დღევანდელ შეხვედრაში. "ვნახოთ, როგორ იქნება. ძალიან კარგად პროგრესირებს, მაგრამ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
საბედნიერეოდ, არსენალს, ნახევარდაცვაში, პრობლემები არ აქვს. გუნდი ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, როგორებიც არიან მარტინ ოდეგორი და დეკლან რაისი. სამაგიეროდ, დაცვის ხაზში, უილიამ სალიბასა და იურიენ ტიმბერის არ ყოფნა, გუნდისთვის, დიდი დანაკლისია.
ჯერჯერობით, დანამდვილებით არაა ცნობილი, იქნება თუ არა დღევანდელ შეხვედრაში არსენალის ახალწვეული. როგორც მიკელ არტეტა პროგნოზირებს, ბრაზილიელის გახსნით შეხვედრაში ხილვა, ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ ამ უსამოვნო დანაკლისების მიუხედავდ, პრემიერ ლიგის მოქმედი გამარჯვებულები, დღევანდელ მატჩს ფავორიტის რანგში ხვდებიან.
‼️Mikel Arteta confirms Bruno Guimaraes will face a late fitness test ahead of Arsenal’s Premier League opener against Coventry City.
— MatchDay Central (@MatchDCentral) August 21, 2026
The £75M signing has been recovering from a thigh issue picked up during the Community Shield.
🗣️Arteta: “He’s evolving really well, but let’s… pic.twitter.com/ytOsYrqlKQ