კიდევ ერთი მარტინესი ინტერში - მილანელებმა ემილიანოსთან კონტაქტი უკვე დაამყარეს
ინტერმა დიბუ მარტინესთან პირველი კონტაქტი დაამყარა, ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. წყაროს ცნობით მილანური გუნდი იან ზომერის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
ინტერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძენ ფეხბურთელებს უკვე განიხილავს და ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია მათთვის მეკარეა. ნერაძურის წარმომადგენლებს არაერთ მსოფლიო დონის მეკარის აგენტებთან აქვს კავშირი, მაგრამ ყველაზე აქტიურად მაინც 33 წლის არგენტინელზე იწერება. მილანელები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.
ჯანლუკა დი მარციო ასევე წერს, რომ ბევრი რამ ფინანსურ ასპექტზეც იქნება დამოკიდებული, რადგან მეკარეს ასტონ ვილაში საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს, მაგრამ ინტერში შემცირება მოუწევს.
.@Inter, primi contatti con il Dibu Martínez: è nella shortlist per il dopo Sommerhttps://t.co/gGWzpBRILO
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) January 20, 2026