Belive

კიდევ ერთი პორტუგალიელი ტურინში - იუვენტუსი სიტის ფეხბურთელს იმატებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსი" "მანჩესტერ სიტის" 19 წლის ფეხბურთელის შეძენას აპირებს. იტალიური მედიის ინფორმაციით ფელიშ კორეია უკვე აპენინზე იმყოფება და მომავალ კლუბში სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ლისაბონის "სპორტინგის" აღზრდილია. ის შარშან ზაფხულში "ქალაქელებმა" 3.5 მილიონ ევროდ შეიძინეს და რამდენიმე კვირის 23-წლამდეთა გუნდში გატარების შემდეგ "აზ ალკმაარში" გაანათხოვრეს. ნიჭიერ ახალგაზრდას პრემიერლიგის ექს-ჩემპიონთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა მისი გამოსყიდვის თეორიული შესაძლებლობა ჰოლანდიურ კლუბსაც აქვს. "ბებერი ქალბატონი" სერია A-ს 28 ტურის შემდეგ დაგროვილი 69 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ლაციოს" 4 პუნქტით უსწრებს.

სხვა სტატიები