Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ლეჩესთან მატჩში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

“ნაპოლი” სერია ა-ს მორიგ ტურში "ლეჩეს" დაუპირისპირდა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრის პირველი ნახევარი ნეაპოლელთა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში "ლეჩემ" წონასწორობა აღადგინა, თუმცა, მეკარის არადამაჯერებელი თამაშის გამო, სპალეტის გუნდმა უპირატესობა კიდევ ერთხელ მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 94 წუთი გაატარა და გულშემატკივარს თავი დიდად ვერ დაამახსოვრა.

whoscored.com -ის ვერსიით ხვიჩა კვარაცხელიამ 7.1 ქულა დაიმსახურა.

მორიგი მატჩი "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე ელის. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/4-ფინალში სპალეტის გუნდი "მილანს" დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 12 აპრილს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები