Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ვერონას წინააღმდეგ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს 23-ე ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "ვერონა" 2:1 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა, კვარამ ულამაზესი დარტყმა 87-ე წუთზე შეასრულა, რომლითაც თავისი გუნდი დააწინაურა. ხვიჩა კვარაცხელიამ Sofascore-ის მიხედვით ყველაზე მაღალი შეფასება 8.4 დაიმსახურა. ქართველმა ფეხბურთელმა 3-ჯერ კარში დაარტყა, 3-ჯერ კარის მიმართულებით და 2-ჯერ მისი დარტყმული დაიბლოკა. შესრულებული 12 დრიბლინგიდან 6-ში გამარჯვებული დარჩა. ბურთს 76-ჯერ შეეხო, გადაცემების სიზუსტე კი 38-დან 30 (79%) ჰქონდა. კვარამ 20 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 10 მოიგო.

Whoscored-ის მიხედვით კვარამ უფრო მაღალი შეფასება 8.7 დაიმსახურა და აქაც რა თქმა უნდა მატჩში საუკეთესო იყო.

ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ვერონას წინააღმდეგ

სხვა სტატიები