Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ლორიანთან მატჩში

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურის შეხვედრა ლორიანსა და პარი სენ ჟერმენს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩში 62-ე წუთზე ჩაერთო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც Sofascore-სგან 6.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 32-ჯერ შეეხო, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), 5-დან 2 დუელი მოიგო და 25-დან 25 ზუსტი გადაცემა გააკეთა (100%).

6.7 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Whoscored-მა, 6.8 ქულით კი - Flashscore-მა.

ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 1 ნოემბერს, ნიცას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები