Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ლე ავრთან მატჩში

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის (ლიგა 1) მე-13 ტურში, პსჟ-მ საკუთარ მოედანზე ლე ავრს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და შეხვედრაში მხოლოდ 71-ე წუთზე ჩაერთო. ქართველისთვის 20 წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ საგოლე გადაცემა გაეკეთებინა.

მაშინ, როცა კვარა შემოვიდა პსჟ უკვე იგებდა 2:0-ს (კან-ინ ლისა და ჟოაუ ნევეშის გოლებით), 87-ე წუთზე კვარაცხელიამ მეტოქის დაცვის ხაზი ერთი გადაცემით გაჭრა და ბარკოლას გაატანინა. ხვიჩასთვის ეს მესამე საგოლე გადაცემა იყო ლიგა 1-ში (ერთი გოლიც აქვს).

SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიამ, 6.8-დან 7.1-დე შეფასება დაიმსახურა.

პსჟ შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 27 ნოემბერს შედგება.

სხვა სტატიები