Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ფროზინონეს წინააღმდეგ

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 1 ასისტი შეასრულა, Sofascore-ის მიხედვით კვარამ მეორე ყველაზე კარგი შეფასება 8.8 დაიმსახურა, მასზე უკეთესად მხოლოდ "ფროზინონედან" დუბლის ავტორი ვალიდ ჩედირა 8.9-ით შეფასდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კარში 4-ჯერ დაარტყა, კარისკენ 2-ჯერ, ხოლო 1 დარტყმული დაუბლოკეს. 7 შესრულებული დრიბლინგიდან 6 წარმატებული იყო, ბურთს 40-ჯერ შეეხო, გადაცემების სიზუსტე 21-დან 20 (95%), 12 ორთაბრძოლიდან 9-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო შეფასება 8.9 დაუწერა

"ნაპოლის" სერია A-ს ცხრილში 49 ქულა აქვს (13 მოგება, 10 ფრე და 9 მარცხი) და მე-8 პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 20 აპრილს, "ემპოლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები