ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე რეგრესი აქვს, ეს კი ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზე აისახა.
Transfermarkt.com-მა რუსეთის ჩემპიონატის გუნდების საბაზრო ფასი განაახლა, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა 18 მილიონიდან 16 მილიონ ევრომდე ჩამოვიდა.
როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს გულშემატკივართან ერთად, ევროპულ კლუბში ტრანსფერს კვარაცხელიაც ელოდებოდა. "რუბინის" 20 წლის შემტევზე ყაზანურ გუნდში დარჩენამ ცუდად იმოქმედა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი და 3 ასისტი აქვს.
მიუხედავად ამისა, ხვიჩას შედეგიანობა საქართველოს ნაკრებში არ შეცვლილა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 6 თამაშში მან 4 ბურთი შეაგდო.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია დღეს, ზედიზედ მეორედ, წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დასახელდა.