Belive

ხვიჩა კვარაცხელიას, მიღებულ ჯილდოზე გვარი არასწორად დააწერეს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ, მილანში გამართულ ღონისძიებაზე ((Gran Galà del Calcio), სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო გოლად ხვიჩა კვარაცხელიას ,,ატალანტას'' კარში გატანილი გოლი დაასახელა.

დღეს ქართველი ფეხბურთელის ჯილდომ სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიქცია, რადგან როგორც აღმოჩნდა, მასზე კვარას გვარი ორი შეცდომით - ,,K'varatskheila'' (აპოსტროფი, კვარაცხეილა) დააწერეს.

,,ბოლო წლებში სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს გადავეცით ჯილდო, რომელზეც მისი გვარი ორი შეცდომით არის დაწერილი...

ვიმსახურებთ, რომ კვარაცხელია პრემიერლიგაში რაც შეიძლება მალე გადავიდეს...'' - წერს იტალიელი ჟურნალისტი - პაოლო ძილიანი

კვარას გოლი სეზონის დასრულების შემდეგ საუკეთესოდ სერია A-მაც დაასახელა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოიგო. 22 წლის შემტევმა სერია A-ში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები