Belive

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი დინამო ბათუმში

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს "ბათუმი არენაზე" ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა - "თელავთან" მოგებულ 1:0 მატჩში, ქართველმა ფეხბურთელმა "დინამო ბათუმის" მაისურით პირველად ითამაშა. ხვიჩა ჯერ სათადარიგო შემადგენლობაში იყო, გია გეგუჩაძემ კი ის მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოიყვანა. აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონზე გამართულ მატჩს 20 000 გულშემატკივარი ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ "რუბინიდან" წამოსვლის შემდეგ "დინამოსთან" 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დიდი ალბათობით, ხვიჩა ზაფხულში "ნაპოლიში" გადავა.

სხვა სტატიები