Belive

ხვიჩა კვარაცხელიამ სიომინი აატირა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის "ლოკომოტივი" დატოვა. 18 წლის ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონის შემადგენლობაში 6 თვის განმავლობაში იჯარის წესით თამაშობდა. კვარაცხელიას წასვლის გამო სინანული გამოთქვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა.
"ჩვენთვის კვარაცხელიას წასვლა დიდი მოულოდნელობაა. მჯეროდა, რომ სრულფასოვან კონტრაქტს გავუფორმებდით. ის სუპერტალანტია. ნახევარი წლის განმავლობაში მასთან ბევრი ვიმუშავეთ, განსავითარებლად დიდი შრომა გავწიეთ. ხვიჩას წასვლის გამო ცრემლები წამომივიდა" - განაცხადა სიომინმა.

სხვა სტატიები