Belive

ხვიჩა კვარაცხელია WhoScored-ის ვერსიით სერია A-ს თებერვლის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებგვერდ WhoScored.com-ის ვერსიით, ,,ნაპოლის'' თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თებერვლის თვის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა.

კვარამ გასულ თვეში 7.92-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც მხოლოდ მისსავე თანაგუნდელს, ვიქტორ ოსიმენს (8,27) ჩამორჩა.

ხვიჩამ თებერვალში ,,ნაპოლის'' მაისურით ჩემპიონატში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი ოთხივე მატჩი მოიგო.

სიმბოლურ გუნდში, კვარაცხელიას გარდა, ნეაპოლელთა კიდევ სამი ფეხბურთელი - კიმი, დი ლორენცო და ოსიმენი მოხვდნენ.

სერია A-ს 24 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის'' 65 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები