Belive

ხვიჩა კვარაცხელია transfermarkt-ის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

აღნიშნული საუკეთესო თერთმეტეული tramsfermarkt-ის იტალიურმა ვერსიამ გამოაქვეყნა და მასში ქართველ შემტევთან ერთად ნეაპოლელთა კიდევ 4 ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო, ცენტრალური მცველი, კიმ მინ-ჯე, საყრდენი ნახევარმცველი, სტანისლავ ლობოტკა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი მოხვდა.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ფეხბურთელების არჩევა თავად გულშემატკივარს შეეძლო და მათი მხრიდან ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლებით, სწორედ ქართულ-ნიგიერიული დუეტი შეირჩა (93.90%). სიმბოლური გუნდის მთავარ მწვრთნელად ლუჩიანო სპალეტი აირჩიეს, რომელიც ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია, ვინც სკუდეტო კარიერაში პირველად მოიგო.

ამავე დროს, საუკეთესო ფეხბურთელისთვის ხმის მიცემის პროცესი ისევ გრძელდება და გულშემატკივარს ამის გაკეთება მითითებულ ბმულზე გადასვლით შეუძლია.

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები