Belive

ხვიჩა კვარაცხელია ტორინოსთან მატჩში ძირითად შემადგენლობაშია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-19 ტურში "ტორინო" მოქმედ ჩემპიონ "ნაპოლის" უმასპინძლებს. ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია. ქართველის გუნდს ცუდი პერიოდი უდგას. ჩემპიონებმა სერია A-ს უკანასკნელი 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი, "კალიარისთან" გაჭირვებით მოიგეს, ამას ემატება ისიც, რომ ნაპოლი იტალიის თასიდან "ფროზინონემ" სამარცხვინოდ გამოაგდო. ვალტერ მაცარის გუნდი ჩემპიონატის მე-8 ადგილზეა და ევროტურნირების ზონაში შესასვლელად ქულები სჭირდება.

წლის პირველ შეხვედრას ნაპოლი ასეთი შემადგენლობით ჩაატარებს:

95. გოლინი

22. დი ლორენცო

5. ჟესუსი

13. რაჰმანი

6. მარიო რუი

24. კაიუესტე

68. ლობოტკა

20. ჟელინსკი

21. პოლიტანო

81. რასპადორი

77. კვარაცხელია

სხვა სტატიები