Belive

ხვიჩა კვარაცხელია სპეციასთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, სერია A-ს 21-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,სპეციას'' ესტუმრება. მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 22-ე შეხვედრას ჩაატარებს.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:

მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

20 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 53 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,სპეცია” კი 18 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები