Belive

"ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა ზაფხულში ნაპოლიდან წავიდეს" - მატეო მორეტო

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა "ნაპოლი" ამ ზაფხულს დატოვოს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური სპორტული გამოცემა football-italia აქვეყნებს. ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი მატეო მორეტო ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და შესაძლო ტრანსფერზე წერს.

23 წლის ქართველ ფეხბურთელს ნამდვილად ვარდნა აქვს ამ სეზონში წინა სეზონთან შედარებით, ამის განმაპირობებელი ფაქტორი ისიც არის, რომ "ნაპოლიმ" ამ სეზონში უკვე 3 მწვრთნელი გამოიცვალა. შარშანდელი ბრწყინვალე სადებიუტო სეზონის შემდეგ კვარას გუნდში იგივე სიმაღლეზე ყოფნა გაუჭირდა და ხშირად მიმდინარეობს საუბრები მისი გუნდიდან წასვლის შესახებ და ეს შესაძლოა ამ ზაფხულსაც მოხდეს. გავრცელებული ინფორმაციით ქართველის შეძენით დაინტერესებულები არიან "პარი სენ-ჟერმენი" და "ბარსელონა".

მატეო მორეტო ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელის გარემოცვას სურს პარტენოპეისთან დაკავშირებული საქმეები პროგრესირდეს. გუნდის მომავალი ჯერჯერობით ვის ხელში იქნება ეს კიდევ გასარკვევია, რადგან ამჟამინდელ მწვრთნელს ფრანჩესკო კალცონას კლუბი სეზონის ბოლომდე ჩააბარეს. ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებს "ნაპოლიში" მისი მომავლის გაგება სურთ, თუ რა შემოთავაზებები შეიძლება მათ მიიღონ უახლოეს თვეებში. კვარას ჯერ კიდევ ის კონტრაქტი აქვს, რომელიც სეზონში 1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მოიცავს.

სხვა სტატიები