Belive

"ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მაცარისთვის ძირითადი ძალა იყოს" - La Gazzetta dello sport

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლინდსტრომიდან კვარაცხელიამდე, ვალტერ მაცარი ყველა იმ ფეხბურთელის გამოყენებას შეეცდება ვინც რუდი გარსიას დროს დავიწყებას მიეცა, წერს იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzeta dello sport.

რუდი გარსიას ნაპოლიდან წასვლამ და ვალტერ მაცარის მთავარ მწვრთნელად დანიშვნამ შესაძლოა გუნდში ბევრი ცვლილება გამოიწვიოს. ფაქტობრივად, ახალ მწვრთნელს მიზნად დასახული აქვს ფეხბურთელების განახლება, რომლებიც ფრანგის მწვრთნელობის პერიოდში იშვიათად იღებდნენ სათამაშო დროს და თავის წარმოჩენის საშუალება არ ჰქონდათ.

აინტრახტის ყოფილ ფეხბურთელს იესპერ ლინდსტრომს მინიმალური დრო ეძლეოდა, რომელმაც ნაპოლის ყოფილი მთავარი მწვრთნელის გული ვერ მოიგო, ნაპოლისთვის კი დანიელი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაზე ძვირადღირებული ინვესტიცია იყო. ლინდსტრომის მრავალმხრივად გამოყენება შეიძლება, როგორც მარჯვენა ფლანგზე ასევე სხვა პოზიციებზეც.

ელიფ ელმასი ერთ-ერთი იყო, რომელიც რუდი გარსიასთვის ფაქტიურად დავიწყებული ფეხბურთელი გახლდათ. სპალეტის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში კი ჩრდილოეთ მაკედონიელ ფეხბურთელს გუნდში უდიდესი ადგილი ეკავა და მეთორმეტე კაცად იყო წარმოდგენილი.

ჯოვანი სიმეონე ოსიმენის შემცვლელი იყო, რომელსაც დღეს თითქმის სათამაშო დრო არ ეძლევა. ის, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელი ელოდება ვალტერ მაცარის, რადგან გუნდში სხვადასხვა ცვლილებები გაკეთდეს და როლი რაც ჩოლიტოს გააჩნდა დაიბრუნოს და გუნდში "მოჩვენება" არ გახდეს.

მარიო რუი მატიას ოლივერას ჩრდილქვეშ მოექცა და ხშირ შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე იყო ან ხშირად იცვლებოდა ფრანგი სპეციალისტის მიერ. პორტუგალიელ ფეხბურთელს შეუძლია, რომ გუნდში უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდეს, რადგან მარიო რუის ხარისხი უდავოა. მას შეუძლია კვარასთან უკეთ თანამშრომლობა და ფლანგზე კვარასთვის უკეთესი მომენტების შექმნა.

ხვიჩა კვარაცხელიას ცვლილება, მაშინ როდესაც ეს საერთოდ საჭირო არ იყო ძალიან გასაკვირია, რომელიც ფლანგზე ოლივერასთან წყვილდებოდა. ქართველის როლი გუნდში უდიდესია, მაგრამ რუდი გარსია ხშირ შემთხვევაში სხვა მოსაზრებაზე იყო. კვარამ ემპოლისთან მატჩი საერთოდ სათადარიგო სკამიდან დაიწყო. მაცარისთვის კი ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება ფუნდამენტური და ძირითადი ძალა იყოს - La Gazzeta dello sport.

სხვა სტატიები