Belive

ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და ეს არც მეტი არც ნაკლები - ხვიჩა კვარაცხელიაა.

ხვიჩამ შეძლო და მის სადებიუტო სეზონშივე მოიგო იტალიის ჩემპიონატი. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" სერია A ბოლოს 33 წლის წინ ჰქონდა მოგებული და ეს მშრალი სერია სწორედ კვარაცხელიამ დაასრულა.

იტალიურ კლუბში გადასვლისთანავე გამოჩნდა, რომ ხვიჩა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა და ასეც მოხდა. ოსიმენთან ერთად კვარაცხელიამ შესანიშნავი დუეტი შექმნა და ისინი მეტოქეებისთვის ნამდვილ თავის ტკივილად იქცნენ.

2022/2023 წლების სეზონში ხვიჩამ იტალიის უმაღლეს ლიგაში 33 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 12-ჯერ აიღო. ამასთან ერთად კვარაცხელიამ 13 საგოლე გადაცემაც მიითვალა. გარდა ამისა, ქართველი შემტევი არაერთხელ დასახელდა თვის საუკეთესო მოთამაშედ.

სხვა სტატიები