Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვებისთვის იბრძვის.

22 წლის ქართველი ვარსკვლავისთვის ხმის მიცემა სერია A-ს ოფიციალური გვერდის მეშვეობით გულშემატკივარსაც შეუძლია.

კვარაცხელიამ თებერვლის თვეში "ნაპოლის" მაისურით სერია A-ში ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მისმა გუნდმა ყველა მათგანი მოიგო, თავად კი 3 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტები ამ ტიტულისთვის ბრძოლაში "ლეჩეს" ნახევარმცველი ფედერიკო ბასკიროტო, ტურინის "იუვენტუსის" შემტევი ანხელ დი მარია, "ტორინოს" შუახაზელი ალექსეი მირანჩუკი და თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი არიან.

ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნული ჯილდოს მოპოვება კარიერაში ერთხელ უკვე შეძლო და ეს მიმდინარე სეზონის პირველსავე თვეში - აგვისტოში მოახერხა.

ქართველ ვარსკვლავს “ნაპოლის” შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი და 12 საგოლე პასი აქვს.

შემდეგ მატჩში “ნაპოლი” “ლაციოს” 3 მარტს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები