Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

Whoscored.com-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიამ 8.9 კოეფიციენტი დაიმსახურა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა.

კვარაცხელიასთან ერთად გუნდში დუშან ვლაჰოვიჩი, ლაუტარო მარტინესი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ნიკოლო ბარელა და სხვა ვარსკვლავები მოხვდნენ.

მე-10 ტურში კვარაცხელია "ნაპოლის" შემადგენლობაში "ბოლონიას" დაუპირისპირდა და 3:2 მოგებულ შეხვედრაში მოედანზე მყოფ ყველა ფეხბურთელს შორის საუკეთესო შეფასება (8.3 Sofascore) ჰქონდა, გამარჯვების გოლის ეპიზოდში კი ვიქტორ ოსიმენს გადამწყვეტი გადაცემა გაუკეთა.

საქართველოს ნაკრების ლიდერს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში “ნაპოლის” მაისურით 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ კვარას მონაგარი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ასევე, კვარას 4 პენალტი აქვს მოპოვებული, (2-2 სერია A-სა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე), ზოგიერთი პრესტიჟული სტატისტიკური კომპანია იტალიის ჩემპიონატში მოპოვებულ 2 თერთმეტმეტრიანს მისი საგოლე პასების სტატისტიკაში ითვალისწინებს.

სხვა სტატიები