Belive

ხვიჩა კვარაცხელია სასუოლოსთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, სერია A-ს მე-12 ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი'' ,,სასუოლოს'' უმასპინძლებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-15 შეხვედრას ჩაატარებს.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:

მერეტი, დი ლორენცო, კიმი, ჟესუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

11 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 29 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,სასუოლო” კი 15 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.


სხვა სტატიები