Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "ქართველები და ნეაპოლელები ერთმანეთს ჰგვანან - თავს სახლში ვგრძნობ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" და საქართველოს ნაკრების ლიდერი, ფედერიკო II-ის უნივერსიტეტში სან-ჯოვანი ა ტედუჩიოს შტაბ-ბინაში გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც იტალიის ელჩი საქართველოში და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

21 წლის ქართველმა ტალანტმა დამსწრეთა შეკითხვებს, ქართულ იტალიურ და ინგლისურ ენებზე უპასუხა.

"პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ როდესაც ჩავედი ნეაპოლში დავინახე, რომ ნეაპოლიტანელი მოსახლეობა ფეხბურთისთვის ცხოვრობს და მათ ძალიან უყვართ ფეხბურთი.

როდესაც პირველად ვითამაშე დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე, ნამდვილად ვგრძნობდი თავს პროფესიონალ ფეხბურთელად, ამიტომ მადლობას ვუხდი ნეაპოლს და ნეაპოლელებს.

ძალიან მნიშვნელოვანია იგივე დონის შენარჩუნება, რადგან ხალხი ჩვენგან ამას მოელის. ყოველთვის უნდა შეეცადო, რომ შეინარჩუნო ძალიან მაღალი სტანდარტი. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობას ვუხდი ნეაპოლს ყველაფრისთვის, რაც მოგვცა. გუნდის გარეშე მარტო ვერაფერს გააკეთებ.

თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში! - ნეაპოლელები ქართველებს ჰგვანან. მაგალითად, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ნეაპოლიტანელებისთვის, ასევე ქართველებისთვის. სწორედ ამიტომაც, თავს სახლში ვგრძნობ", - თქვა მსოფლიო ფეხბურთის ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა.

სხვა სტატიები