Belive

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში საცხოვრებელს იცვლის 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში საცხოვრებელს იცვლის.

21 წლის ქართველმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ ინციდენტი შეემთხვა და ავტომობილი მოპარეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ამ არასასიამოვნო ფაქტის შემდეგ, 'ნაპოლის" 77-ე ნომერი ნეაპოლის ერთ-ერთი ცენტრალურ ქუჩაზე საცხოვრებლად გადადის და მისმა ოჯახმა აღნიშნულთან დაკავშირებით ზომების მიღება უკვე დაიწყო.

აქამდე, მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი ნეაპოლის მახლობლად, კუმაში ცხოვრობდა, რომელიც უკვე დატოვა და მალე საცხოვრებლად ქალაქის ცენტრში გადაბარგდება.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ცნობა, რომ 2022 წლის ბოლომდე დარჩენილ ორ შეხვედრაში ქართველი ტალანტი ზურგის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. 

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს მოგროვებული.

სხვა სტატიები