Belive

ხვიჩა კვარაცხელია მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველი ტალანტი საუკეთესო თერთმეტეულში ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა სპორტულმა გამოცემამ, Whoscored-მა შეიყვანა. ყაზანის "რუბინის" 20 წლის ქართველი შემტევი სიმბოლურ გუნდში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა, როგორებიც აიმერიკ ლაპორტი, ფერან ტორესი, სერხიო ბუსკეტსი, ვიქტორ ლინდელოფი, ალექსანდრ ისაკი, კოსტას ციმიკასი და სხვები არიან.

ყატარში გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის, შვედეთისა, საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ ითამაშა და 7 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა. ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთისა და ესპანეთის ნაკრებებს თითო-თითო გოლი გაუტანა, შვედეთს კი დუბლი შეუსრულა და 4 გოლით ალექსანდრ ისაკთან და ფერან ტორესთან ერთად B ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სხვა სტატიები