Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "მონტენეგროსთან თამაში ევრო 2024-სთვის გამოგვადგება"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა გუშინ მონტენეგროს წინააღმდეგ სტუმრად, ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ქართველებმა საკმაოდ დამაჯერებლად, ანგარიშით (1:3) დაამარცხეს მეტოქე. გოლები ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ და ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს, მოწინააღმდეგის მხრიდან კი თავი იოვეტიჩმა გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ბოლო ტესტი იყო ევრო 2024-ის დაწყებამდე, ამიტომ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანიაში კარგი განწყობით გამგზავრება. მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.

ვიდეო: ეროვნული ნაკრები

სხვა სტატიები