Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "მონდომებით, შრომით და ოცნებით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა, ეროვნული გუნდის და "ნაპოლის" ქართველი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუდან ამონარიდი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ახალგაზრდა თაობას მიმართავს და წარმატებისკენ მისასვლელ გზაზე რჩევებს აძლევს.

"მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნებები, რომელიც მეჩვენებოდა არარეალურად. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ის ვისწავლე, რომ თუ ადამიანს შეუძლია, რომ ჰქონდეს ოცნება, ის ამას აუცილებლად გააკეთებს, თუ კი ექნება მონდომება, თუ იშრომებს და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს. იმის მიუხედავად, თუ რა დაბრკოლება შეექმნება, ის უნდა იყოს ძლიერი, არ უნდა დაეცეს და უნდა წამოდგეს.

მინდა ბავშვებს მივმართო, რომ ყველაფერი გააკეთონ, არა მხოლოდ სპორტში, არამედ ნებისმიერ საქმეში, მათ შეუძლიათ გახდნენ ისეთები, როგორებიც ოცნებაში სურთ და სურვილი აქვთ, რომ იყვნენ. ჩემი აზრით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია და ერთადერთი, არის ის, რომ შრომა არ უნდა დააკლონ და ისე უდნა იცხოვრონ, როგორც ამ საქმეს სჭირდება", - თქვა 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა.

ამავე დროს, ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა გვაცნობა, რომ მალე ხვიჩა კვარაცხელიას სრული ინტერვიუს ხილვის შესაძლებლობა გვექნება.

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად მარტში გასამართი ორი მატჩისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს ამხანაგურ მატჩში მონღოლეთს, ხოლო 28-ში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის ეგიდით ნორვეგიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები