Belive

ხვიჩა კვარაცხელია მარსელის წინააღმდეგ პსჟ-ს განაცხადშია

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენი მარსელს დაუპირისპირდება, მატჩი 23:45 საათზე გაიმართება.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე პარიზულმა კლუბმა გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც ფიგურირებს. ეს ამბავი ნამდვილად პოზიტიურად უნდა შევაფასოთ, რადგან შეგახსენებთ, რომ კვარამ 29 იანვარს, ნიუკასლის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და წინასწარი ინფორმაციით 2 მატჩი უნდა გამოეტოვებინა. ერთი, სტრასბურგთან გამართული შეხვედრა გამოტოვა კიდეც, მაგრამ როგორც პსჟ-ს განცხადებაში ვკითხულობდით, ის გუნდის შემადგენლობაში დღესაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ტრავმის მოშუშება დროზე ადრე შეძლო, რაც ძალიან კარგი ამბავია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში პარი სენ-ჟერმენი ნიუკასლს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, მე-8 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ვიტინიამ გოლი გაიტანა, მე-20 წუთზე კი ტრავმა მიიღო და მოედნიდან გავიდა.

ამის შემდეგ კი პსჟ-მ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა (არქივი):

ნიუკასლთან მატჩის დროს მარჯვენა ტერფის დაჭიმულობის გამო, ხვიჩა კვარაცხელია 8-დან 10 დღემდე გამოტოვებს. - პარი სენ-ჟერმენის განცხადება (29 იანვარი)

სხვა სტატიები