Belive

ხვიჩა კვარაცხელია იუვენტუსთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, სერია A-ს 31-ე ტურის შეხვედრაში, ,,იუვენტუსი” ,,ნაპოლის” უმასპინძლებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 36-ე შეხვედრას ჩაატარებს.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:

მერეტი, დი ლორენცო, კიმი, ჟესუსი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ნდომბელე, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

30 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 74 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,იუვენტუსი” კი 59 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები