Belive

ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ნომინანტებს შორისაა

2 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

Globe Soccer Awards-ის დაჯილდოების მთავარი ფავორიტები პსჟ-ს ფეხბურთელები არიან.

გალა-დაჯილდოების მე-16 გამოცემა დუბაიში, 28 დეკემბერს გაიმართება. თუ გასულ წელს რეალ მადრიდმა ექვსი მთავარი ჯილდოს მოიგო (საუკეთესო კლუბი, მოთამაშე, მწვრთნელი, თავდამსხმელი, ნახევარმცველი და ახალგაზრდა), ახლა უდიდეს ფავორიტებად პსჟ-ს წარმომადგენლები ითვლებიან.

2025 წლის ჯილდოს ნომინანტები არიან: უსმან დემბელე, დეზირე დუე, აშრაფ ჰაკიმი, ხვიჩა კვარაცხელია, ნუნუ მენდეში, ფაბიან რუისი, ვიტინია (ყველა პსჟ), ჯანლუიჯი დონარუმა, ერლინგ ჰოლანდი (ორივე მანჩესტერ სიტი), ვიქტორ დიოკერეში, დეკლან რაისი (ორივე არსენალი), ალექსანდრ ისაკი, ფლორიან ვირცი, მოჰამედ სალაჰი (ყველა ლივერპული), ვინისიუს ჟუნიორი, კილიან მბაპე (ორივე რეალ მადრიდი), ჰარი კეინი, მაიკლ ოლისე (ორივე ბაიერნი), რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია დიასი, ლამინე იამალი, პედრი (ყველა ბარსელონა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი) და კოულ პალმერი (ჩელსი).

წლის საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, ხვიჩა კვარაცხელია, საუკეთესო შემტევის ჯილდოზეცაა წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ალ-ნასრის თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ეს ჯილდო ექვსჯერ მოიგო (ყველა სხვა დანარჩენს ერთზე მეტჯერ არ მოუგია), ნომინანტთა სიაში არაა.

გადაწყვეტილებას გულშემატკივრები მიიღებენ. 27 ნოემბრამდე, voteglobesoccer.com-ზე, ღიაა ხმის მიცემის პერიოდი - 15 კატეგორიიდან ცხრაში ფინალისტების ასარჩევად. 3-დან 11 დეკემბრის ჩათვლით, გაიმართება მეორე ტური, სადაც გულშემატკივრები გამარჯვებულებს მისცემენ ხმას, ხოლო საბოლოო გამარჯვებულები იქნებიან როგორც გულშემატკივრების მიერ არჩეულები, ასევე Globe Soccer Awards-ის ჟიურის მიერ დასახელებული პირები.

სხვა სტატიები