ხვიჩა კვარაცხელია: "ენრიკეს წყალობით, მწვრთნელობისთვისაც მზად ვარ"
ხვიჩა კვარაცხელიამ ლუის ენრიკეზე ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც პსჟ-ს 2024/25 წლების სეზონში შეუერთდა, პარიზელთა რიგებში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამაში კი, ძალიან დიდი როლი ლუის ენრიკეს მიუძღვის. კვარაცხელიამ, Sport-თან საუბრისას, ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ნახევრად ხუმრობით, არც ის გამორიცხა, რომ მომავალში სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს.
ვფიქრობ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მისი ხელმძღვანელობითა და რჩევებით, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, ძალიან განვვითარდი. თამაშის აღქმა და გაგება კი საგრძნობლად გამიღრმავდა. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მისგან შევიძინე, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მწვრთნელობისთვისაც კვალიფიციური გავხდი. მასთან ერთად ყოფნით, ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობ.
ის გცვლის და მენტალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაში გეხმარება. მუდმივად გასწავლის, რომ ყოველთვის მზად იყო. თუ თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ ერთი წუთით მოგეცემა, ამისთვისაც მზად უნდა იყო. ლუის ენრიკესთან მუშაობის დროს, ყველაზე მთავარი ისაა, რომ მის ნათქვამს მოუსმინო, მისი მითითებები შეასრულო და მოედანზე ასი პროცენტით დაიხარჯო. - ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის 30 კანდიდატს შორისაა. ქართველი ფეხბურთელი წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ეს ჯილდო მას ლუიშ ფიგუმ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩის დაწყებამდე გადასცა. იმ შეხვედრაში პსჟ სლოვან ბრატისლავას დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, კავარცხელია ამ თამაშში ვერ ვიხილეთ. მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენების მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელი, მსოფლიო კლასის მოთამაშეებს შორის, ღირსეულ ადგილს იკავებს.
🗣️ Kvaratskhelia cae rendido ante Luis Enrique: "Con lo que he aprendido de él, casi podría ser entrenador hoy mismo"https://t.co/V5mnoNdArC
— Diario SPORT (@sport) September 24, 2026