Belive

ხვიჩა კვარაცხელია ემპოლისთან მატჩს გამოტოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის” ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ,,ემპოლისთან” სერია A-ს მე-14 ტურის შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

ქართველ ფეხბურთელს ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებს, რის გამოც 5 ივლისს, "ატალანტასთან" გასვლითი მატჩის გამოტოვებაც მოუწია.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 4 მოპოვებული პენალტია. სერია A-ს 13 ტურის შემდეგ ლუჩანო სპალეტის გუნდი 35 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,მილანს” 6 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები