ხვიჩა კვარაცხელია: "დღეს ვნახეთ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე"
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პსჟ-მ ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ამ მიღწევის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც პარიზელებს იანვარში შეურთდა. ხვიჩამ ფინალში გოლიც გაინატა, რაც ქართული ფეხბურთისთვის უნიკალური მიღწევაა. საერთო ჯამში, პსჟ-მ ინტერს 5:0 მოუგო, რაც ასევე ისტორიული შედეგია, ასეთი სხვაობა ევროპული თასების ფინალში აქამდე არ დაფიქსირებულა.
ეს ნამდვილი სიგიჟია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელები ვართ და ეს ნიშნავს, რომ ოცნებები ხდება, სიტყვებით ძნელია ამ სიხარულის გამოხატვა.
ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ჩემს ქვეყანაშიც ახლა ხალხი ძალიან ბედნიერი იქნება.
ჩვენ წარმოუდგენლად ძლიერი გუნდი გვყავს, მე კი მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ვარ. ძალიან მინდოდა აქ მოსვლა და ახლა ვხედავთ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, უბედნიერესი ვარ, რომ მოედანს ამ ბიჭებთან ერთად ვიზიარებ. - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ
Khvicha Kvaratskhelia joined PSG just four months ago... and now he's a treble winner 🏆🏆🏆
— Football on TNT Sports (@footballontnt) May 31, 2025
🎙️ @julesbreach | 📺 @tntsports & @discoveryplusUK pic.twitter.com/8ey5Yj6e9F