Belive

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,კვარაცხელიასთვის სერია A-ს სადებიუტო სეზონიც განსაცვიფრებელი იყო. ის, 1990 წლის შემდეგ პირველად, ,,ნაპოლის'' იტალიის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მისი თამაში იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ,,კვარადონა'' შეარქვეს,'' - წერია uefa.com-ზე.

კვარამ ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონში 9 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ,,მილანთან'' დამარცხდა.

2021-2022 წლების სეზონში უეფამ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ მადრიდის ,,რეალის'' ბრაზილიელი გარემარბი, ვინისიუს ჟუნიორი დაასახელა.

სხვა სტატიები