Belive

ხვიჩა კვარაცხელია ბოლონიასთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, სერია A-ს 37-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,ბოლონიას” ესტუმრება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 42-ე შეხვედრას ჩაატარებს.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:

გოლინი, ბერეშინსკი, კიმი, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ძერბინი, ოსიმენი, კვარაცხელია.

36 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის” ჩემპიონობა უკვე გაფორმებული აქვს. ,,ბოლონია” კი 50 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები