Belive

ხვიჩა კვარაცხელია: "არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოიპოვებს ან ვინ დაარტყამს პენალტს, მთავარია, გოლი გავიტანოთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც "ნაპოლიმ" ამსტერდამის "აიაქსი" საშინაო კედლებში - 4:2 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების და ნეაპოლური გუნდის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.

"მიხარია ამ სტადიონზე თამაში, აქ ატმოსფერო მართლაც გიჟურია. გოლებზე საუბარს ჯობია, რომ სერია A-ში გასამართ შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბროთ. ეს უფრო სწორია.

რაც შეეხება პენალტს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოიპოვა პენალტი მე თუ სხვა ფეხბურთელმა. ჩვენ გუნდი ვართ და მთავარია, რომ პენალტი კარგად შევასრულოთ და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გააკეთებს ამას დღეს თუ მომავალში", - თქვა 21 წლის ქართველმა შემტევმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას.

ხვიჩა კვარაცხელიამ "აიაქსის" წინააღმდეგ მოგებულ მატჩში საგოლე პასი გააკეთა და პენალტის ნიშნულიდან გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება მის სტატისტიკას მიმდინარე სეზონში, "ნაპოლის" მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში კვარას აქტივში უკვე 13 მატჩში გატანილი 7 გოლი, 7 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია. 

სხვა სტატიები