ხვიჩა კვარაცხელია ადიდასის ახალ კამპანიაში
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სპორტულმა ბრენდმა ადიდასმა, საკუთარ ახალ სარეკლამო კამპანიაში პსჟ-ს ის ფეხბურთელები ჩართო, რომელთანაც ინდივიდუალური კონტრაქტი აკავშირებს. ახალი ფოტო-ვიდეო მასალისთვის შერჩეული ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიან რუისი და ნუნუ მენდეში იყვნენ.
ხვიჩა კვარაცხელია, ადიდასს ოფიციალურად 2024 წლის თებერვალში შეუერთდა. მას შემდეგ, რაც adidas-მა ეს ინფორმაცია გაასაჯაროვა და კვარა აუდიტორიას წარუდგინა, პირველსავე ვიდეოში, ქართველი ფეხბურთელი, Predator 24-ის განსაკუთრებული შეფერილობის ბუცებით გამოიყვანა.