ხვიჩა კვარაცხელია 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | Sofascore
საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურის შეხვედრაში "პსჟ"-მ "ანჟე" 1:0 დაამარცხა და ჩემპიონობა 6 ტურით ადრე გაიფორმა. პარიზული გუნდის ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გავიდა, რომელიც დეზირე დუემ დააგვირგვინა.
ქართველი ფეხბურთელი Sofascore-მა ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა, სადაც ყველაზე მაღალი შეფასება აქვს. სრულად საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: მეტიუ გორგელინი ("ლე ავრი") - 8.6
მცველები: ჟუბალი ("ოსერი") - 8.6, ტიმოთი პემბელე ("ლე ავრი") - 8.1, ბრენდან შარდონე ("ბრესტი") - 7.9
ნახევარმცველები: ალი აბდი ("ნიცა") - 8.7, ფაბიან რუისი ("პსჟ") - 8.0, ნეილ ელ აინუი ("ლანსი") - 8.2, აბდულაიე ტურე ("ლე ავრი") - 8.0, ლოიკ ნეგო ("ლე ავრი") - 7.5
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია ("პსჟ") - 8.7, დეზირე დუე ("პსჟ") - 8.0
28-ე ტურის საუკეთესო თერთმეტეული
ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-ში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.